1954 წელს შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ ბრაუნი ტოპეკას განათლების საბჭოს წინააღმდეგ საქმესი განაჩენი გამოიტანა , რომლის მიხედვითაც შავკანიანი და თეთრკანიანი ბავშვების სკოლებში სეგრეგაცია უკანონოდ გამოცხადდა.
ამ გადაწყვეტილებაზე არავითარი ზეგავლენა არ მოუხდენია ფსიქოლოგების და სხვა სოციალური მეცნიერებების წარმომადგენლების ჩვენებებს, რომლებმაც სასამართლოს კვლევის შედეგად წარუდგინეს. საქმე იმაში გახლდათ, რომ საქმის მასალები იმაზე მეტყველებდა, რომ ნათელი იყო სეგრეგირებული სწავლება უარყოფითად მოქმედებდა შავკანიან ბავშვებზე.
მოვიყვანოთ ერთერთი ფსიქოლოგის კენეტ კლარკის ჩვენება, რომელმაც გამოიკვლია შავკანიან ბავშვთა ჯგუფი (white-man 1993, გვ. 49-51), სკოტ ბრანჩის დაწყებით სკოლაში,
ძირითადად , პირველ კლასში. გამოიყენეს ყავისფერი და თეთრი, სხვა მხრივ აბსოლუტურად იდენტური თოჯინები. მოსწავლეებს აჩვენებს ფურცლები, რომლებზეც ეს თოჯინები ეხატა...სულ გამოკითხული იქნა 6-9 წლის 16 ბავშვი. მათგან 10-მა თეთრი თოჯინა აირჩია, მათი დახასიათებით ეს თოჯინა იყო "სასიამოვნო". მსგავსი კვლევა 300 ბავშვზე იყო ჩატარებული მანამდე ანალოგიური შედეგებით. აქედან დასკვნა: 6, 7 ან 8 წლის ასაკში ექცევიან საკუთარი ჯგუფის შესახებ არსებული ნეგატიური სტერეოტიპების ტყვეობაში...
ეს ბავშვები, როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი აშკარად დაქვემდებარებულ სტატუსს ატარებს საზოგადოებაში და სწორედ, პიროვნული განვითარების პროცესში დაზიანდნენ.
სწორედ ამის გამო ჰქონდა ამ ჩვენებას, ამ ფსიქოლოგიური ხასიათის მონათხრობს უდიდესი გავლენა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და იმაზე, თუ როგორ აღიქვა მთელი ქვეყნის მოსახლეობამ სეგრეგაციის ფსიქოლოგიური შედეგები.
ფსიქოლოგიურ კვლევას ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ცალკეული ადამიანის ისე საზოგადოების ცხოვრებაზე.,
მაგ. თუ წახვალთ მოგზაურობაში, ამით დახვეწთ ადამიანური გამოცდილების სირთულეებს და ამით სამომავლოდ შეძლებთ უკეთ აკონტროლოთ ის ძალები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას აყალიბებს.
"ფსიქოლოგია და ცხოვრება" მიგვიყვანს ტვინის და ფსიქიკის შინაგანი სივრციდან ადამიანის ქცევის გარეგან განზომილებამდე. შევისწავლით ისეტ სტრუქტურებს, რომელიც თქვენს გამოცდილებას სინაარს და აზრს შეჰმატებენ. მაგალითად, როგორიცაა: როგორ აღვიქვამთ სამყაროს, როგორ ვსწავლობთ, როგორ ვურთიერთობთ სხვებთან, ვაზროვნებთ, ვიმახსოვრებთ.
შეიძლება ისეთი გამოვლინებებიც გამოვარკვიოთ ადამიანის ცხოვრებაში როგორიცაა, თუ რატომ ვნახულობთ სიზმარს, რატომ უყვარდებათ ერთმანეთი ადამიანებს, რატომ მორცხვობენ, რატომ ხდებიან ავად, რატომ არიან აგრესიულები და პირიქით.
შეგვიძლია განვსაზღვროთ როგორ გამოვიყენოთ ფსიოქოლოგიური ცოდნა.
დასვით კითხვები ადამიანის ქცევების შესახებ: როგორ, რატომ, რა , როდის და იმ ქცევის მიზეზებისდა შედეგების შესახებ, საკუთარ თავში, სხვა ადამიანებსი და ცხოველებშიც კი აღმოაჩენთ.
მოძებნით ახსნას, რატომ ფიქრობთ, გრძნობთ , იქცევით ასე?
სხვებისგან რითი განსხვავდებით?
რა გაქვთ საერთო?
თქვენს ჩამოყალიბებასი რამ ითამაშა გადამწყვეტი როლი- მემკვიდრეობამ თუ გამოცდილებამ?
ადამიანში როგორ თანაცხოვრობს ერთად
აგრესია და ალტრუიზმი, სიყვარული და სიძულვილი, სიკეთე და ბოროტება, სიგიჟე და შემოქმედება?

